კომპანიის მისიაა საქართველოში ველნეს ინდუსტრიის დანერგვა და შედეგად ქვეყნის ქცევა მსოფლიოს გამაჯანსაღებელ ცენტრად – ბრენდ-კოდით „ჯორჯიან ველნესი“. ამ დიდ მიზანს ემსახურება გამაჯანსაღებელი კომპლექსების მშენებლობა მთელ საქართველოში, ველნეს – სტანდარტების დანერგვა, უმაღლესი სახის სამედიცინო, გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა, ადგილობრივი ბუნებრივი სიმდიდრეების გამოყენება, პერსონალის გადამზადება, ინვესტირება ველნეს ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სფეროებში.